სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს გამწვავდეს, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შეზღუდვების
მოხსნის შემთხვევაში, იანვრის ბოლოს ქვეყანაში კორონავირუსის
დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა შეიძლება 5 000-მდე
ავიდეს.
იმ შემთხვევაში კი, თუ შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, თვის
ბოლოსთვის ქვეყანაში 1 571 ყოველდღიური შემთხვევა იქნება.
"ოდნავ სიტუაცია მშვიდდება ქვეყანაში, მაგრამ ეს ჩვენ
არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს იმიტომ, რომ სიტუაცია
შეიძლება ყოველ წუთს გამწვავდეს, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს.
ჰეალტჰემეტრიც-ის ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად კი, თუ ჩვენ
დაახლოებით ამ ტიპის შეზღუდვებს გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე, რაც
დღეს მოქმედებს ქვეყანაში, იანვრის ბოლოსთვის გვექნება 1 571
ყოველდღიური შემთხვევა. ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება რასაც იჭერს
სისტემა და რასაც ვერ იჭერს. ანუ რასაც დაიჭერს, ეს იქნება 800-900,
რასაც ვერ დაიჭერს, იქნება 600-700, ანუ სულ გვექნება 1 571, თუ ამ
ტიპის შეზღუდვები ქვეყანაში გაგრძელდა, მაგრამ თუ მოვუშვით, რაც დღეს
არის, იანვრის ბოლომდე შეიძლება ავიდეს 5000-ზე. ამავე დროს დღეს ჩვენ
ასული ვართ 70%-ზე პირბადის ტარების, მაგრამ თუ ავედით 95%-ზე მაშინ
შემთხვევები იქნება 728-ის ფარგლებში, რასაც სისტემა
დაიჭერს", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდა, რომ
იანვრის თვეში "პისიარ" და ანტიგენის ტესტირებაში ტაქსის მძღოლები,
სხვადასხვა რელიგიის და წარმომადგენელი სასურსათო ბაზრებზე
დასაქმებულები ჩაერთვებიან. მისი თქმით, "გაფართოებული ტესტირება ვს
შეზღუდვები" ეკონომიკის თანდათანობით გახსნის ერთერთი მიმართულება
იქნება.