კორონავირუსისგან კიდევ 3 208 პირი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 221 605-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 203 547-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655,
საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 1 009 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 974 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი.