სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომშია
26 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში
ინფიცირების 31 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების ყველაზე
მეტი შემთხვევა კვლავ ბორჯომშია ვირუსი აქ 12 პირს
დაუდასტურდა,
სამხარეო რწმუნებულის აპარატის
უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში
სამცხე–ჯავახეთში
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 33 პირი, გამოსაკვლევია
180 ნიმუში.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი -12,
* ახალციხე - 8,
* ახალქალაქი - 1,
* ადიგენი - 5.
* ასპინძა - 5,
* ნინოწმინდა - 0.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 600 პირი.
* ბორჯომში - 168,
*ახალციხეში - 186,
* ახალქალაქში - 89,
* ადიგენში - 90,
* ასპინძაში - 57,
* ნინოწმინდაში - 10.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 192 პაციენტი და სულ
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 783 გახდა.