კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 220 508-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791,
საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 1 013 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 955 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 717
ადამიანი.