ბორჯომში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა
24 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში
ინფიცირების 32 შემთხვევა დაფიქსირდა, ბორჯომში კორონავირუსი
10 ადამიანს დაუდასტურდა,
სამხარეო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის
განცხადებით, ბოლო 24 საათში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ადიგენის
მუნიციპალიტეტში ერთი პაციენტი გარდაიცვალა,
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 58 პირი, გამოსაკვლევია
151 ნიმუში.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი -10,
* ახალციხე - 9,
* ახალქალაქი - 1,
* ადიგენი - 7.
* ასპინძა - 5,
* ნინოწმინდა - 0.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 675 პირი.
* ბორჯომში - 211,
*ახალციხეში - 218,
* ახალქალაქში - 97,
* ადიგენში - 77,
* ასპინძაში - 62,
* ნინოწმინდაში - 10.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 183 პაციენტი და სულ
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 413 გახდა.