კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 343 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 214 871-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 191 968-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644,
საიდანაც, 6 260 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 1 082 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 836 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 672
ადამიანი.