ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის,
გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 175 842-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984,
საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 136 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე იმყოფება 417 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 645 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი,