ბორჯომში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
17 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში
ინფიცირების 55 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების ყველაზე მეტი
შემთხვევა ისევ ბორჯომშია. კორონავირუსი აქ 28 ადამიანს
დაუდასტურდა,
გარდაიცვალა 86 წლის ბორჯომელი
მამაკაცი, იგი მკურნალობის კურსს ადგილობრივ კლინიკაში გადიოდა.
რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ბოლო 24
საათში გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 83 პირი,
გამოსაკვლევია 131 ნიმუში.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი -28,
* ახალციხე - 21,
* ახალქალაქი - 1,
* ადიგენი - 3,
* ასპინძა - 2,
* ნინოწმინდა -0.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1096პირი.
* ბორჯომში - 244,
*ახალციხეში - 319,
* ახალქალაქში -127,
* ადიგენში - 272,
* ასპინძაში - 127,
* ნინოწმინდაში - 7.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პირი
და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 620–მდე გაიზარდა