ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 198 387-ს.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 167 281-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 39
ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1
922 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158,
საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან 1 103
მძიმე პაციენტია.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 483 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, - განაცხადა
ბერდია სიჭინავამ.