საქართველოში ბოლო 24 საათის
საქართველოში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 720 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის
სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 189 726-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 942 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 158 183-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი
ემსხვერპლა.