კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 72 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით
დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა,
- ამ მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ -
19-ით ინფიცირების 72 109 884 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა
50.4 მილიონი ადამიანი, 1 611 000 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა
ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ
ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია,
მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.