11 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში
ინფიცირების 69 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ყველაზე მეტი
შემთხვევა კვლავ ბორჯომშია, კორონავირუსი აქ 25 ადამიანს
დაუდასტურდა.
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 6 ადამიანი
გარდაიცვალა და რეგიონში მათი რაოდენობა 29–მდე გაიზარდა.
გარდაცვლილი 6 პირიდან 2 ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა, 2 –
ახალქალაქში, 1 – ასპინძასა და 1 – ნინოწმინდაში.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი - 25,
* ახალციხე -20,
* ახალქალაქი -1,
* ადიგენი - 11,
* ასპინძა -7,
* ნინოწმინდა -1
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 56 პირი
და სულ მათი რაოდენობა 1 265 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1356 პირი.
* ბორჯომში - 325,
*ახალციხეში - 447,
* ახალქალაქში -115,
* ადიგენში - 288,
* ასპინძაში - 160,
* ნინოწმინდაში - 21.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 65 პირია მოთავსებული,
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 172-მდე პირი.
მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 110 ნიმუში.