დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში
კორონავირუსის 69 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით
გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა,
* აჭარაში - 313,
* იმერეთში - 636,
* ქვემო ქართლში - 281,
* შიდა ქართლში - 268,
* გურიაში - 82,
* სამეგრელო - ზემო სვანეთში - 397,
* კახეთში - 252,
* მცხეთა-მთიანეთში - 116,
* სამცხე-ჯავახეთში - 69,
* რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 24.
6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
20 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, - განაცხადა
ბერდია სიჭინავამ.