10 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში
ინფიცირების 75 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა
კვლავ ბორჯომშია, კორონავირუსი აქ 28 ადამიანს
დაუდასტურდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის
განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 3106
გახდა
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი - 28,
* ახალციხე -24,
* ახალქალაქი -3,
* ადიგენი - 12,
* ასპინძა -6,
* ნინოწმინდა -0
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 69 პირი
და სულ მათი რაოდენობა 1 209 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1314 პირი.
* ბორჯომში - 336,
*ახალციხეში - 448,
* ახალქალაქში -117,
* ადიგენში - 291,
* ასპინძაში - 140,
* ნინოწმინდაში - 21.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 117 პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 53– ახალციხეში 64.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 205-მდე პირი. ბოლო 24
საათში გარდიცვალების ახალი შემთხვევა არ დაფოქირებულა.
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით,
რეგიონში კორონავირუსს 23 პაციენტი ემსხვერპლა.