სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში
კორონავირუსის 75 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით
გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა,
* აჭარაში - 331,
* იმერეთში - 708,
* ქვემო ქართლში - 352,
* შიდა ქართლში - 214,
* გურიაში - 72,
* სამეგრელო - ზემო სვანეთში - 325,
* კახეთში - 272,
* მცხეთა-მთიანეთში - 133,
* სამცხე-ჯავახეთში - 75,
* რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 21.
18 496 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი, - განაცხადა
ბერდია სიჭინავამ.