აუცილებელია ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ პირბადის ტარება დაიწყოს - კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმულოგის, ბიძინა
კულუმბეგოვის განცხადებით, აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და
გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის
მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი
თავისუფლება მიეცემა.
ამ თემაზე მან კომენტარი ჯანდაცვის
სფეროს ექსპერტების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ასევე ვიმსჯელეთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. მიუხედავად
იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია,
ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და
გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის
მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი
თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად
მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2
იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს ერთის მხრივ ეპიდემიის
სწორი მართვა და მეორეს მხრივ ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული
შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება", - თქვა
ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისი განცხადებით, 14-17-დღიან მონაცემებს უნდა დააკვირდენ და შემდგომ
იმსჯელონ რა ეპიდვითარება იქნება ქვეყანაში. მისი თქმით, შეხვედრაზე
სხვა ქვეყნის მაგალითებიც განიხილეს, რომელთა ნაწიმლა შემოღებული
შეზღუდვები ძალაში დატოვა.