სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 111 შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში
კორონავირუსის 111 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით
გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა,
* აჭარაში - 339,
* იმერეთში - 673,
* ქვემო ქართლში - 419,
* შიდა ქართლში - 354,
* გურიაში - 126,
* სამეგრელო - ზემო სვანეთში - 388,
* კახეთში - 384,
* მცხეთა-მთიანეთში - 109,
* სამცხე-ჯავახეთში - 111,
* რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 41.
ამ ეტაპზე ინფიცირების 26 655 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ
შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი,
3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,
16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, - განაცხადა
ბერდია სიჭინავამ.