ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 4637 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის
საქართველოში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4637 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169
649-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 141 392-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი
გარდაიცვალა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 1 576 გარდაცვალების შემთხვევაა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, ამ ეტაპზე 1 123
მძიმე პაციენტია,
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 064 პირი.- განაცხადა
ბერდია სიჭინავამ.