რეგიონში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ბორჯომშია
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების კიდევ
45 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ
ბორჯომშია, კორონავირუსი აქ 19 ადამიანს დაუდასტურდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის
უფროსის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო
რაოდენობა 2846 გახდა
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი - 19,
* ახალციხე -15,
* ადიგენი - 7,
* ასპინძა -4,
ბოლო 24 საათში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა ნინოწმინდასა
და ახალქალაქში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 31 პირი
და სულ მათი რაოდენობა 1075 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1308 პირი.
* ბორჯომში - 271,
*ახალციხეში - 524,
* ახალქალაქში -109,
* ადიგენში - 237,
* ასპინძაში - 138,
* ნინოწმინდაში - 29.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 243 პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 181 – ახალციხეში 57.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 89 პირი.
რეგიონის მასშტაბით დღემდე გარდაცვლილია 23 პაციენტი.