საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2501 ახალი შემთხვევაა.
საქართველოში ბოლო 24 საათის
საქართველოში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2501 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 137 499-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი
გარდაიცვალა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 1 540 გარდაცვალების შემთხვევაა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, აქედან 1 135
მძიმე პაციენტია,
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 033 პირი.- განაცხადა
ბერდია სიჭინავამ.