covid-19
ახალციხეში კორონავირუსით 2 ექიმი გარდაიცვალა
ახალციხეში 2 ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკის
პრესსამსახური ადასტურებს.
მათი ცნობით, 70 წლამდე კაცისა და ქალის მდგომარეობა მძიმე იყო,
მათგან 1 თბილისში მკურნალობდა; ორივეს თანმხლები დაავადებები
ჰქონდა.
კორონავირუსით რეგიონში უკვე 4 ექიმი გარდაიცვალა. თავდაპირველად
ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, მოგვიანებით
სასწრაფო დახმარების რეგიონული მენეჯერი,
დღეს 6 დეკემბერს ინფიცირების 76 შემთხვევა დაფიქსირდა ინფიცირების
ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ბორჯომშია , კორონავირუსი აქ 48 ადამიანს
დაუდასტურდა
გააზიარეთ :