ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ბორჯომშია
6 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში
ინფიცირების 76 შემთხვევა დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი
შემთხვევა ისევ ბორჯომშია , კორონავირუსი აქ 48 ადამიანს
დაუდასტურდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის
უფროსის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო
რაოდენობა 2801 გახდა
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი - 48,
* ახალციხე -17,
* ახალქალაქი -2,
* ადიგენი - 2,
* ასპინძა -7,
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პირი
და სულ მათი რაოდენობა 1045 გახდა.
გარდაიცვალა კიდევ სამი პაციენტი - სამივე მათგანი ახალციხის
მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა რეგიონში 23-ს
შეადგენს.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1408 პირი.
* ბორჯომში - 316,
*ახალციხეში - 527,
* ახალქალაქში -127,
* ადიგენში - 274,
* ასპინძაში - 145,
* ნინოწმინდაში - 19.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 247 პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 191 – ახალციხეში 56.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 118-მდე პირი.