სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 4301 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში
კორონავირუსის 76 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით
გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა,
* აჭარა - 491,
* იმერეთი - 564,
* ქვემო ქართლი - 395,
* შიდა ქართლი - 253,
* გურია - 77,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 433,
* კახეთი - 236,
* მცხეთა-მთიანეთი - 175,
* სამცხე-ჯავახეთი - 76,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების 27 434 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ
შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 16 568 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 066 პირი
3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია -19 986 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 551 296 ადამიანი,
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.