კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების
Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 133 511-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 42
ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 1 504 გარდაცვალების
შემთხვევაა. - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.