ბორჯომში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა
5 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში
ინფიცირების 105 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან თითქმის ნახევარი
ბორჯომშია, კორონავირუსი აქ 52 ადამიანს დაუდასტურდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის
უფროსის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო
რაოდენობა 2725 გახდა
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი - 52,
* ახალციხე -21,
* ახალქალაქი -4,
* ადიგენი - 16,
* ასპინძა -9,
* ნინოწმინდა -3,
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პირი
და სულ მათი რაოდენობა 1013 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1425 პირი.
* ბორჯომში - 394,
*ახალციხეში - 545,
* ახალქალაქში -130
* ადიგენში - 279,
* ასპინძაში - 150,
* ნინოწმინდაში - 26.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 300 პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 253 – ახალციხეში 47.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 122-მდე პირი.
რეგიონის მასშტაბით დღემდე გარდაცვლილია 21 ადამიანი.