საქართველოში დღეის მდგომარეობით,
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716
ანტიგენი და 10 379 PCR.სწორედ ამის
შედეგად, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
.ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს.
..ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 129 210-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს
კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის
26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 462 გარდაცვალების შემთხვევა".-
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.