covid-19
მსოფლიოში კორონავირუსით 66 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო
რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს
worldometers აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოში
პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 66 231 071
შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 45 812 547 ადამიანი, 1 524 457
პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 18 894 067 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე
ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი,
მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
გააზიარეთ :