covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევაა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ყველაზე მეტი 42 შემთხვევა ახალციხეშია, ბორჯომში კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 2 621 გახდა,

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი - 28,
* ახალციხე -42,
* ახალქალაქი -9,
* ადიგენი - 16,
* ასპინძა -15,
* ნინოწმინდა -4.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 85 პირი და სულ მათი რაოდენობა 1001 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1447 პირი. მათ შორის;

* ბორჯომში - 313,
*ახალციხეში - 586,
* ახალქალაქში -120,
* ადიგენში - 272,
* ასპინძაში - 133,
* ნინოწმინდაში - 24

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 171 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 123 – ახალციხეში 48.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 103-მდე პირი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.