ბორჯომში კორონავირუსი 27 ადამიანს დაუდასტურდა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 88
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ყველაზე მეტი 33 შემთხვევა
ახალციხეშია, ბორჯომში კორონავირუსი 27 ადამიანს
დაუდასტურდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის
უფროსის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო
რაოდენობა 2 507 გახდა, კორონავირუსით ახალციხის მუნიციპალიტეტში 1
მამაკაცი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა რეგიონში
20-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი - 27,
* ახალციხე -33,
* ახალქალაქი -8,
* ადიგენი - 14,
* ასპინძა -13,
* ნინოწმინდა -3.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 45 პირი
და სულ მათი რაოდენობა 915 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1447 პირი.
* ბორჯომში - 265
*ახალციხეში - 639
* ახალქალაქში -131
* ადიგენში - 69
* ასპინძაში - 119
* ნინოწმინდაში - 24
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 207 პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 157 – ახალციხეში 50.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 113-მდე პირი.
კვლევაში რჩება 41 ნიმუში.