ბორჯომში კორონავირუსი 17 ადამიანს დაუდასტურდა
3 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში
ინფიცირების 68 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ყველაზე მეტი 23
შემთხვევა ახალციხეშია, ბორჯომში კორონავირუსი 17 ადამიანს
დაუდასტურდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის
უფროსის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო
რაოდენობა 2419 გახდა
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი - 17
* ახალციხე -23
* ახალქალაქი -4
* ადიგენი - 12
* ასპინძა -10
* ნინოწმინდა -2
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 35 პირი
და სულ მათი რაოდენობა 870 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1480 პირი.
* ბორჯომში - 265
*ახალციხეში - 639
* ახალქალაქში -130
* ადიგენში - 320
* ასპინძაში - 99
* ნინოწმინდაში - 27
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 207 პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 157 – ახალციხეში 50.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 149-მდე პირი.
გარდაიცვალა 57 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტიდან და
გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 19 გახდა