სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 68 შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 4033 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის
68 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით
გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა,
* აჭარა - 402,
* იმერეთი - 624,
* ქვემო ქართლი - 286,
* შიდა ქართლი - 281,
* გურია - 84,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 273,
* კახეთი - 239,
* მცხეთა-მთიანეთი - 62,
* სამცხე-ჯავახეთი - 68,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -9.
ამ ეტაპზე ინფიცირების 20 387 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ
შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი,
3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,
10 192 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1980 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19641 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 7656 ადამიანი,
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.