საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი
დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო
საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია
სიჭინავამ,
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა 139 343-ს შეადგენს .
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3574 პირი, და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117560- მდე.
კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე სულ გვაქვს 1303
გარდაცვალების შემთხვევა.
სულ 6 ოქტომბრიდან-29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 442 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51282 ადამიანი, - განაცხადა
ბერდია სიჭინავამ