საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3216 ახალი შემთხვევა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3216 ახალი
დადასტურებული შემთხვევა,
განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ,
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა 135 584-ს შეადგენს .
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3937 პირი, და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113986- მდე.
კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე სულ გვაქვს 1267
გარდაცვალების შემთხვევა.
სულ 6 ოქტომბრიდან-29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 150 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, - განაცხადა
ბერდია სიჭინავამ