ბორჯომში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა
დღევანდელი 29 ნოემბრის მონაცემებით,
ბორჯომში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო
24 საათში ინფიცირების 50 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა
2206 გახდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის
უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი – 18 შემთხვევა ახალციხეში
დაფიქსირდა,
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი - 9
* ახალციხე - 18
* ახალქალაქი -4
* ადიგენი - 14
* ასპინძა - 5
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 18 პირი
და სულ მათი რაოდენობა 763 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1694 პირი.
* ბორჯომში - 343
*ახალციხეში - 737
* ახალქალაქში -122
* ადიგენი - 346
* ასპინძა - 119
* ნინოწმინდა - 27
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 252 პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 177 – ახალციხეში 59.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 150-მდე პირი.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 22 პაციენტი და მათი რიცხვი
763-მდე გაიზარდა.
რეგიონის მასშტაბით დღემდე გარდაცვლილია 18
ინფიცირებული.