რეგიონში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ბორჯომშია
დღევანდელი, 28 ნოემბრის
მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდასტურდა.
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 93 შემთხვევა დაფიქსირდა
და საერთო რაოდენობა 2156 გახდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის
უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი – 35 შემთხვევა ბორჯომში
დაფიქსირდა,
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი -35
* ახალციხე - 27
* ახალქალაქი -1
* ადიგენი - 17
* ასპინძა - 11
* ნინოწმინდა - 2
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 31 პირი
და სულ მათი რაოდენობა 741გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 798 პირი.
* ბორჯომში - 310
*ახალციხეში - 773
* ახალქალაქში -122
* ადიგენი - 431
* ასპინძა - 140
* ნინოწმინდა - 22
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 267პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 201 – ახალციხეში 65.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 125 პირი. კვლევაში რჩება
93 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 31 პაციენტი და მათი რიცხვი
741-მდე გაიზარდა.
რეგიონის მასშტაბით დღემდე გარდაცვლილია 18
ინფიცირებული.