სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
28 ნოემბერს ქვეყანაში
გამოვლენილი ინფიცირების 4472 ხალი შემთხვევიდან,
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 93 შემთხვევა
დადასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით
გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1784 შემთხვევა,
* აჭარა - 683
* იმერეთი - 662,
* ქვემო ქართლი - 292
* შიდა ქართლი -192,
* გურია - 123,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 247,
* კახეთი - 228,
* მცხეთა-მთიანეთი - 127,
* სამცხე-ჯავახეთი - 93,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.
ამ ეტაპზე ინფიცირების 20 393 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ
შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი,
3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,
10 263 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 18327 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, - განაცხადა
ბერდია სიჭინავამ.