ახალი ამბები
შეზღუდვები ბორჯომში - რა ჩერდება და რა მუშაობს
ახალი რეგულაციები ძალაში 28 ნოემბრიდან შევა:

აკრძალულია 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქალაქეთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

ბორჯომიდან ქალაქების მიმართულებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იმოძრავებს. (თბილისი, ხაშური, ახალციხე, გორი და ა.შ)

ბორჯომის სოფლებამდე მუნიციპალური და კერძო ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ 20:00 საათამდე.



შეიზღუდება ქუჩაში ვაჭრობა, ქალაქის ცენტრში ხილით და ბოსტნეულით მოვაჭრეები პროდუქტს განათავსებენ საკუთარ მაღაზიებსა და ჯიხურებში.

ყველა მღაზია აგრძელებს მუშაობას, მათ შორის ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საკანცელარიო, სურსათის და ა.შ

მუშაობას აგრძელებს აგრარული ბაზარი.



ფუნქციონირებას 31 იანვრამდე წყვეტს სასტუმროები ბაკურიანში.

ბაკურიანში სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები ბაკურიანში.

მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში, როგორც ბორჯომში, ისე საკურორტო დაბებსა და სოფლებში სასტუმროები მუშაობენ რეგულაციების დაცვით.


დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა .. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.


საბავშვო ბაღები მუშაობენ დისტანციურად.


სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მუშაობს დისტანციურად.

30 ნოემბრიდან ამოქმედდება ცხელი ხაზი და მოქალაქეები მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციას ამ ფორმით შეძლებენ.




ინტერვიუ -  ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ზაალიშვილითან.











Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.