რეგიონში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა
დღევანდელი, 27 ნოემბრის
მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი 38 ადამიანს
დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების
89 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 2063 გახდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის
უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი – 38 შემთხვევა ბორჯომში
დაფიქსირდა,
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
ბორჯომი -38
ახალციხე - 26
ახალქალაქი -5
ადიგენი - 13
ასპინძა - 4
ნინოწმინდა - 3
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 85 პირი
და სულ მათი რაოდენობა 710 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 792 პირი.
ბორჯომში - 337
ახალციხეში - 746
ახალქალაქში -120
ადიგენი - 427
ასპინძა - 136
ნინოწმინდა - 26
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 290 პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 224 – ახალციხეში 66.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 155 პირი. კვლევაში რჩება
75 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 85 პაციენტი და მათი რიცხვი
710-მდე გაიზარდა.
რეგიონის მასშტაბით დღემდე გარდაცვლილია 17
ინფიცირებული.