სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 89 შემთხვევა დადასტურდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 4780 ხალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში
კორონავირუსის 89 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით
გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1863 შემთხვევა,
* აჭარა - 664
* იმერეთი - 648,
* ქვემო ქართლი - 319
* შიდა ქართლი -259,
* გურია - 102,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 385,
* კახეთი - 280,
* მცხეთა-მთიანეთი - 128,
* სამცხე-ჯავახეთი - 89,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების 20 013 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ
შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი,
3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,
9899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 18327 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი,
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.