covid-19
31 იანვრამდე ბაკურიანი დამსვენებელს ვერ მიიღებს
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით,
სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური,
გოდერძი და მესტია დამატებითი შეზღუდვები შემოდის.
კერძოდ, სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო
სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და
სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
28 ნოემბრიდან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას
აჩერებს. მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები
იხურება, გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.
შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
გააზიარეთ :