საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი
დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო
საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია
სიჭინავამ,
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა 114 889-ს შეადგენს .
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 95 581- მდე.
კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე სულ გვაქვს 1 085
გარდაცვალების შემთხვევა.