ბორჯომში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა
დღევანდელი, 24 ნოემბრის
მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა.
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 97 შემთხვევა დაფიქსირდა
და საერთო რაოდენობა 1829 გახდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის
უფროსის განმარტებით ყველაზე მეტი – 43 შემთხვევა ახალციხეში
დაფიქსირდა,
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
ბორჯომი - 19
ახალციხე - 43
ახალქალაქი -8
ადიგენი - 13
ასპინძა - 9
ნინოწმინდა - 5
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა
ერთი პაციენტი - 34 წლის ახალციხელი მამაკაცი. გასული დღე-ღამის
განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 28 პირი და სულ მათი
რაოდენობა 432 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 722 პირი.
ბორჯომში - 295
ახალციხეში - 791
ახალქალაქში -100
ადიგენი - 317
ასპინძა - 132
ნინოწმინდა - 22
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 277 პირია მოთავსებული, აქედან
ბაკურიანის სასტუმროებში 213 – ახალციხეში 64.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 123 პირი. კვლევაში რჩება
137 ნიმუში.
კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა ერთი პაციენტი - 34 წლის
ახალციხელი მამაკაცი და რეგიონის მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა
17-მდე გაიზარდა.