სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 97 შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში
კორონავირუსის 97 შემთხვევა დადასტურდა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით
მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა,
* აჭარა - 576,
* იმერეთი - 212,
* ქვემო ქართლი - 129,
* შიდა ქართლი - 101,
* გურია - 87,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189,
* კახეთი - 116,
* მცხეთა-მთიანეთი - 105,
* სამცხე-ჯავახეთი - 97,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების 18 526 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ
შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი,
3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,
8 595 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 652 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 353 ადამიანი,
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.