ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი
დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო
საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია
სიჭინავამ,
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა 111 818-ს შეადგენს .
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215- მდე.
კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე სულ გვაქვს 1 051
გარდაცვალების შემთხვევა.