საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი
დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო
საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია
სიჭინავამ,
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა 108 690-ს შეადგენს .
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.
კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე სულ გვაქვს 1 012
გარდაცვალების შემთხვევა.