ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყანაში ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი
დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 856 პირი. ამის შესახებ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის
მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 104 732-ს
შეადგენს.
კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევაა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა
და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა - 447, იმერეთი - 772,
ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 241, გურია - 114, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 389, კახეთი - 164, მცხეთა-მთიანეთი - 48,
სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური18 091 მიმდინარე შემთხვევაა. მათ შორის
6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 774, აჭარაში - 1 021, იმერეთში - 1 241.
ქვეყანაში ამ ეტაპზე 864 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 394,
აჭარაში - 147, იმერეთში - 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 114,
იმერეთში - 45.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 449 ადამიანი.