სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 63 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი
დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო
საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია
სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 684-ს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც
ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში
გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 81 783-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით
გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 17, აჭარაში
- 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 1,
ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე
სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა
და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში - 742, იმერეთში -
609, ქვემო ქართლში - 214, შიდა ქართლში - 197, გურიაში - 157,
სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში -
96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 30.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ
შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 709, აჭარაში - 959, იმერეთში - 1 202. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში - 387, აჭარაში - 149,
იმერეთში - 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308
პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 37. 3 445
ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 - თბილისში,
1 672 - აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში - 26.
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 802 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 15 307 პირი, აჭარაში - 19 161, იმერეთში - 5 226", -
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.