საქართველოში ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული
შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან
არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ,
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი
ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც.
გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, აჭარაში - 8,
იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2
ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853
გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა, აჭარა - 664, იმერეთი - 538,
ქვემო ქართლი - 243, შიდა ქართლი - 175, გურია - 127, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 238, მცხეთა-მთიანეთი - 91,
სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
6.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 689, აჭარაში - 928, იმერეთში - 1 185. მძიმე
პაციენტი გვყავს 869, მათ შორის, თბილისში - 423, აჭარაში - 145,
იმერეთში - 190. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი,
მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 115, იმერეთში - 37. 3 518
ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 679 - აჭარაში, 1 203 -
თბილისში, ხოლო 322 - იმერეთში. 8 985 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -
399, აჭარაში -1 133, ხოლო იმერეთში - 32.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია -
16 296 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი,
საიდანაც თბილისში არის 10 765 პირი, აჭარაში - 18 066, იმერეთში - 5
236", - განაცხადა სიჭინავამ.