ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება
დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან
გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.
გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით
კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს.
"ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი, ძირითადად დაცული, მაგრამ
გადავწყვიტე თვითმონიტორინგი ვაწარმოო. მე რეგულარულად ვიკეთებ ტესტს.
შაბათს მქონდა ბოლო უარყოფითი პასუხი. ამჟამად სიმპტომები არ მაქვს და
ჯერ ჩვენება არ არის ტესტის გაკეთების", - აცხადებს
გამყრელიძე.
დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ
დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და
მკურნალობას სახლში განაგრძობს.