სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 65 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული
შემთხვევა, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან
არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია
სიჭინავამ,
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი
ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 85
952-ს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას,
როგორც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, ასევე დღესაც
გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი
დადასტურებული შემთხვევების ციფრს. კერძოდ, ბოლო 24 საათში
გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა - 68 929-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის,
თბილისში - 18, აჭარაში - 9, იმერეთში - 9, შიდა ქართლში - 2, ქვემო
ქართლში - 5, კახეთში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020
წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების
შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში - 469, იმერეთში -
302, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 173, გურიაში - 61,
სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში -
86, სამცხე-ჯავახეთში - 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -
28.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219. 5 662
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 911, იმერეთში - 1 142. მძიმე
პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში - 378, აჭარაში - 137,
იმერეთში - 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი,
მათ შორის, თბილისში - 132, აჭარაში - 117, იმერეთში - 24. 3 351
ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 - აჭარაში, 1 239 -
თბილისში, ხოლო 222 - იმერეთში. 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -
424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში - 32.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია -
15 831 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი,
საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5
387“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.